ფეხბურთი

18:09 | 26.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ორჯერ ზესტაფონში

ამ შეხვედრაში ნომინალურ მასპინძლად “გურია” ითვლებოდა, თუმცა მატჩი ზესტაფონში ჩატარდა. სულ ახლახან ზესტაფონელებმა საქართველოს სუპერთასი მოიგეს და ამჯერადაც რიხიანად დაიწყეს. 31 – ე წუთზე ბოტი დემელის გოლით დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა მერე გურულებმაც “გაიღვიძეს” და მეორე ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობაც დაეუფლნენ. ტუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სეზონის დასაწყისია და გუნდები ჯერ შორს არიან ოპტიმალური ფორმისგან. საპასუხო მატჩი 2 მარტს ისევ ზესტაფონში გაიმართება.
გურია – ზესტაფონი 0:1 (0:1)
ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.”
გურია: ძაძამია, მაისაშვილი, თოდუა, ჩუენსე, ვართაგავა, გოგობერიშვილი, ჯანგიძე, სალარიძე (ჩალაძე 81), კუკულაძე (შალამბერიძე 75), კვერენჩხილაძე, კაკალაძე
ზესტაფონი: კვასხვაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, ლოსანო, კაჭკაჭიშვილი, ღონღაძე, იელიჩი, ბაბუნაშვილი (ჭანტურიშვილი 85), კუტალია, რაჟამაშვილი (სამუშია 62), რეკრუკი (გორგიაშვილი 69), დემელი
გოლი: 0:1 ბოტი დემელი (31)
მსაჯი: ჯენერი ხორავა
გაფრთხილება: ვართაგავა, გოგობერიშვილი, ჯანგიძე (77), შალამბერიძე (81); რაჟამაშვილი (59), კვასხაძე (77), ლოსანო (77), ღონღაძე (81)

http://www.fczestafoni.ge-ს ფოტოები

0.119289