ჭიდაობა

12:47 | 3.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ორ-ორი ვერცხლ-ბრინჯაო სტამბოლიდან

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გასულ უქმეებზე, სტამბოლში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – ვეჰბი ემრეს მემორიალზე 4 მედალი მოიპოვა.

ქართული გუნდიდან ყველაზე შედეგიანად მინდია წულუკიძემ (71 კგ) და თორნიკე ძამაშვილმა (80 კგ) იჭიდავეს. წულუკიძეს ჩემპიონობამდე აზერბაიჯანის ნაკრების წევრ რასულ ჩუნაევის ძლევა დააკლდა. ძამაშვილი ასევე ფინალამდე მივიდა და ბელარუს ვიქტორ სასუნოუსკისთან დამარცხდა. ანტონ მამაგეიშვილმა (66 კგ) და სოსო ჯაბიძემ (98 კგ) კი მესამე ადგილები დაიკავეს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ ერთი კვირის წინ გამართული თეირანული ტურნირის მსგავსად, სტამბოლური შეჯიბრებაც სათადარიგო შემადგენლობას დაუთმო. ლიდერებით დაკომპლექტებულ გუნდს კი 8-9 თებერვალს პარიზში გასამართ “ოქროს დიდ პრიზზე” იახლებს.

0.141376