თამაშგარე

11:43 | 16.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

“ოქტობერფერსტს“ “მიუნჰენ 1860“-ის ფეხბურთელები უმასპინძლებენ

როგორც იცით, გერმანიის ქალაქ მიუნჰენში ყოველწლიურად ლუდის (და არამხოლოდ ლუდის) გრანდიოზული დღესასწაული იმართება – “ოქტობერფერსტი“. ამ დღესასწაულზე ბავარიის მხარეში თითქმის მთელი მსოფლიოდან ჩადიან ლუდისა და გართობის მოყვარულები და იქიდან გულნატკენი სახლში ჯერ არავინ დაბრუნებულა. მიუნჰენის მუნიციპალიტეტს, რომელიც ამ ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია, ტრადიციად აქვს, რომ “ოქტობერფერსტის” მასპინძლებად ამ ქალაქის ცნობილი წარმომადგენლები აირჩიოს.
ფესტივალის სიმბოლურ მასპინძლებს შორის, როგორც წესი, მიუნჰენის “ბაიერნის“ მინიმუმ ერთი ფეხბურეთელის მაინც ხვდება ხოლმე. იყო შემთხვევა (2001 წელს), როდესაც ერთბაშად 5 “რეკორდმაისტერი“ ხვდებოდა და ისტუმრებდა მათ მშობლიურ ქალაქში ჩასულ სტუმრებს. თუმცა წლეულს მიუნხენის მუნიციპალიტეტმა და ბავარიის მხარის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლუდის მოყვარულ საზოგადოებას სპორტსმენებიდან მხოლოდდამხოლოდ მეორე ბავარიული კლუბის, ამჟამად გასაჭირში მყოფი “მიუნჰენ 1860“-ის ფეხბურთელები უმასპინძლებენ.
“ოქტობერფერსტის“ ორგანოზატორთა განმარტებით, მათი სურვილია, რომ მხარში დაუდგნენ დიდ ფინანსურ კრიზისში მყოფ მოუნჰენის მეორე კლუბს და ამ გზით მაინც მოხდეს “მიუნჰენ 1860“-ით ინვესტორებისა და მეცენატების დაინტერესება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მიუნჰენის “ბაიერნის“ ხელმძღვანელებიც დაპირდნენ თანაქალაქელ კლუბს დახმარების გაწევას, მაგრამ შემდგომში რატომღაც ამ ნაბიჯისგან თავი შეიკავეს.

0.154348