ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლოა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ვერ დაეხმაროს. ამის შესახებ ბრიტანული BBC იუწყება.
20 წლის ნახევარმცველი ეკვადორის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში (2:2) დაშავდა. ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რომელიც აჩვენებს მუხლის მყესები აქვს დაზიანებული თუ უფრო ნაკლები სიმძიმის ტრავმა მიიღო.
“თუ ტრავმა მძიმეა, ეს უდიდესი დანაკარგი იქნება. იმედი მაქვს, რომ ოქსლეიდ-ჩემბერლენი სერიოზულად არ დაშავებულა. ეკვადორთან მან ძალიან კარგად ითამაშა” – განაცხადა ინგლისის ნაკრების თავკაცმა როი ჰოჯსონმა.