ფეხბურთი

12:05 | 20.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოქსლეიდ-ჩემბერლენი წლის ბოლომდე იუქმებს

ლონდონის “არსენალის” გარემარბ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს ტრავმის გამო 4 თვე გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. ამის შესახებ L’Equipe იუწყება.

საქმე ისაა, რომ 20 წლის ინგლისელმა “ასტონ ვილასთან” პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ექიმებმა ახალგაზრდა შემტევს 4-თვიანი უქმობა გამოუწერეს.

ლონდონელთა სამწვრთნელო შტაბის თქმით, კლუბი ოქსლეიდ-ჩემბერლენის გამოჯანმრთელების პროცესს არ დააჩქარებს და თუ საჭირო გახდება, ინგლისელს მეტ დროსაც მისცემს.

 

0.112938