საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა. ტურნირზე მესამე ნომრად განთესილი ქართველი ძიუდოისტი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და ალესიო მასკეტის სამწუთნახევარში, უილეთოდ აჯობა - მსაჯმა იტალიელი პასიურობის გამო ოთხჯერ გააფრთხილა.
მერვედფინალში ოქრუაშვილი ჰოლანდიელ როი მეიერს დაეჭიდება.
დღესვე, საქმეში ასევე +100 კილოგრამში მოჭიდავე ლევან მატიაშვილიც ჩაერთო, მაგრამ პირველსავე შეხვედრაში ლიტველ მარიუს პასკევიჩუსთან წუთსა და 44 წამში იპონით წააგო.