ძიუდო

0:05 | 1.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოქრუაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატი ოქროს გარეშე დაასრულა. ავთანდილ ჭრიკიშვილისა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანის (90 კგ) ვერცხლის მედლებს, ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ), საუკეთესო შემთხვევაში, ბრინჯაოს მიამატებს.

ქართველი მძიმეწონოსანი ნახევარფინალში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ფრანგ ჩემპიონ ტედი რინერთან ერთ წუთში, შებოჭვით დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც ტუნისელ ფაიცელ ჯაბალაჰს დაეჭიდება. 

0.106016