ძიუდო

19:29 | 28.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს გუნდი ბუდაპეშტიდან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ბუდაპეშტურ ევროპირველობაზე ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა 3 შეხვედრა ჩაატარა და სამივეში ერთნაირი ანგარიშით, 4:1 მოიგო. ფინალში ქართულმა ხუთეულმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა. არადა გადამწყვეტი შეხვედრა რუსებისთვის სასურველი სცენარით დაიწყო – ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ) მიხაილ პულიაევთან წააგო. შემდეგ კი... ზებედა რეხვიაშვილმა (73 კგ) მუსა მოგუშკოვს სძლია, ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) – სირაჟუდინ მაგომედოვს, ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) – გრიგორი სულემინს, ხოლო ადამ ოქრუაშვილმა (+90 კგ) – რენატ საიდოვს.

0.118626