სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე დღის წინასწარი ეტაპის შეხვედრები დასრულდა. ფინალური ბლოკი კი 18 საათიდან დაიწყება. მედლები თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 55 და 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში გათამაშდება. ქალთა შორის კი, ჩემპიონ-პრიზიორები 51 და 59 კილოგრამებში გამოვლინდებიან.
საქართველოს სახელით ხალიჩაზე გიორგი ედიშერაშვილი (55 კგ) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60 კგ) გავიდნენ. ედიშერაშვილმა სამივე შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც ბელარუს ვლადისლავ ანდრეევს დაუპირისპირდება. ხინჩეგაშვილმა კი ოქროს მედლისთვის ბრძოლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა და “ბრინჯაოს ფინალში” თურქ მუნირ რეჯეფ აქთაშს შეხვდება.
აქვე ოთხივე ფინალური წყვილიც:
თავისუფალი ჭიდაობა
55 კგ
გიორგი ედიშერაშვილი (საქართველო) – ვლადისლავ ანდრეევი (ბელარუსი)
60 კგ
ოპან სატი (რუსეთი) – ვლადიმირ ვლადიმიროვ დუბოვი (ბულგარეთი)
ქალთა ჭიდაობა
51 კგ
როკსანა მარტა ზასინა (პოლონეთი) – ესტერა დობრე (რუმინეთი)
59 კგ
ანასტასია ჰუჩოკი (ბელარუსი) – ჟარგალმა ცირენოვა (რუსეთი)