საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დაწყებულ ანრი დელანეს სახელობის რიგით 37-ე საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გიორგი ჩხარტიშვილმა (84 კგ.) ჩემპიონობა მოიპოვა, რამაზ დარჩიძე (55 კგ.) და ომარ გურჯიძე (66 კგ.) კი ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.
ჩხარტიშვილმა ფინალურ შეხვედრაში ლატვიელი არმანდს ზვირბულისი დაამარცხა, დარჩიძე და გლურჯიძე კი ფარნგებს ვერ გაუმკლავდნენ, შესაბამისად, ზოჰეირ ელ კუარაკეს და მაქსიმ ფიკუეს.
84 კგ-ში ძალებს დავით ხუციშვილიც სცდიდა, რომელიც საჭიდაო ხალიჩას ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა, თუმცა, პირველივე შეხვედრაში მხარი ამოიგდო და ასპარეზობა ვეღარ გააგრძელა.
30 ნოემბერს ხალიჩაზე საასპარეზოდ შოთა ფარტენაძე (60 კგ.), ტარზან მაისურაძე, არჩილ გიგაური (ორივე – 74 კგ.), როლანდ ანდრიაძე და ნოდარ კურტანიძე (ორივე – 96 კგ.) გავლენ პირველი დღის შედეგები.