ფეხბურთი

16:16 | 30.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილმა "ჩერნომორეცის" ამხანაგურ მატჩში გაიტანა

ოდესის "ჩერნომორეცმა" საკონტროლო მატჩი გამართა უკრაინული ნიკოლაევის "ტორპედოსთან" და 5:1 მოიგო. თორნიკე ოქრიაშვილმა პირველი ტაიმი  გაატარა მინდორზე და ანგარიში მისი გოლით გაიხსნა მე-13 წუთზე.

ოქრიაშვილმა კიდევ ერთ ტესტ-შეხვედრაში ითამაშა, რომელშიც "ჩერნომორეცის" ძირიადმა გუნდმა ახალგაზრდულს 6:2 სძლია. ქართველ შემტევს ამ მატჩში არ გაუტანია.

0.127466