“გენკის” ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე ოქრიაშვილმა ბელგიურ პრო ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ზედ მე-5 ტურის წინ, დისციპლინის დარღვევისთვის, ქართველი ნახევარმცველი 10 ათასი ევროთი დაჯარიმეს, რაც ოქრის კარგად წაადგა.
მატჩის 67-ე წუთზე მან თანაგუნდელის კარგი პასი გამოიყენა და ახლო მანძილიდან მეტოქის კარი აკრობატულ ნახტომში დალაშქრა, თანაც, ეს გადამწყვეტი ბურთი გახლდათ. ქართველის გოლით “გენკმა” მეტოქე 3:2 დაამარცხა და 6 ქულით მე-8 ადგილამდე აინაცვლა.
ისიც სათქმელია, რომ 1 მარცხის და 3 ფრის კვალად, ეს “გენკის” პირველი გამარჯვება გახლდათ. ოქრიაშვილი ბოლო წუთზე შეცვალეს, გენკელთა კიდევ ერთი ქართველი – ახალგაზრდა ლუკა ზარანდია კი განაცხადში ამჯერადაც არ ყოფილა.