უკრაინის პრემიერლიგის 21-ე ტურის მატჩში მარიუპოლის “ილიჩევეცმა” კიევის “არსენალი” 2:1 დაამარცხა, შეხვედრის გმირი კი მასპინძელთა ქართველი შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი გახდა, რომელმაც დუბლის შესრულება მოახერხა.
ოქრიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ანგარიში 62-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან გახსნა, ათიოდ წუთში სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს, 79-ე წუთზე კი თორნიკემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აქვე ვთქვათ, რომ 58-ე წუთიდან მოყოლებული, წითელი ბარათის გამო, კიეველები ათი ფეხბურთელის შემადგენლობით თამაშობდნენ.
ოქრიაშვილი 92-ე წუთზე კისილმა შეცვალა და თორნიკემ კუთვნილი ოვაციებიც მიიღო, “ილიჩევეცის” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი დავით თარგამაძე კი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. ერთი საინტერესო დეტალიც. აღნიშნული გუნდების პირველი წრის მატჩი 2:1 “არსენალმა” მოიგო და მაშინაც მარიუპოლელთა მხრიდან გოლი ოქრიაშვილმა შეგადო.
“ილიჩევეცმა” 29 ქულა მოაგროვა და 16-გუნდიან ლიგაში მე-6 ადგილზე იმყოფება.
რუსულ პრემიერლიგაში ალექსანდრე ამისულაშვილის “კრილია სოვეტოვი” მახაჭყალის “ანჟის” ესტუმრა და საპატიო ყაიმს (1:1) გამორჩა. ქართველი მცველი სამარელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა, მე-18 და 37-ე წუთებზე ყვითელი ბარათები მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა. “კრილია სოვეტოვმა” მე-17 ქულა მიითვალა და მე-14 პოზიციაზეა.
ოქრიაშვილის პირველი გოლი
http://www.youtube.com/watch?v=pghPGWK8NB0
ოქრიაშვილის მეორე გოლი
http://www.youtube.com/watch?v=BGeL6no-nsM