ქართველი შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი “გენკში” ოფიციალურად ჩაირიცხა. ბელგიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 22 წლის ოქრიაშვილმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა მისი 2 წლით გაგრძელების პერსპექტივით.
თორნიკე “გენკში” 49-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და ახალ გუნდში პირველ მატჩს, სავარაუდოდ, მომავალ უქმეებზე ჩაატარებს. მასთან ერთად, კლუბმა კონგოური ფესვების მქონე ბელგიელი ერვე კაგეს პრეზენტაციაც გამართა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე “გენკში” კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ლუკა ზარანდია ჩაირიცხა.