“გენკის” ახალწვეული თორნიკე ოქრიაშვილი “სერკლთან” ჩატარებულის სადებიუტო მატჩის (1:1) შემდეგ, ინტერნეტპორტალებმა sport.be-მ და sportmagazine.knack.be-მ ბელგიის იუპილერ ლიგის მე-2 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.
“ქართველს “კრისტალ არენაზე” აკლიმატიზაცია არ დასჭირვებია. ის ერთი კვირაა არაა რაც გენკშია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია “სერკლთან” მაღალ დონეზე ეთამაშა” – იუწყება sportmagazine.knack.be ქართველი ლეგიონერის შესახებ.
22 წლის ოქრიაშვილმა “სერკლთან” მატჩში მოედანზე 89 წუთი დაჰყო.