ფეხბურთი

13:28 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ომონია” კაკუბავას გაანათხოვრებს

 

კვიპროსის “ომონია” ქართველ მცველს ლევან კაკუბავას ერთწლიანი იჯარით სხვა კლუბში გაუშვებს. ამის შესახებ კვიპროსული ინტერნეტპორტალი shootandgoal.com-ი იუწყება.

კაკუბავას განათხოვრების მიზეზი ისაა, რომ “ომონიაში” ლეგიონერების რიცხვი კვიპროსის ჩემპიონატის გათამაშების რეგლამენტით დაშვებულზე ერთით მეტი აღმოჩნდა და კლუბის ხელმძღვანელობამ ქართველთა განშორება გადაწყვიტა.

ჩანს, გუნდის მთავარი მწვრთნელი კოსტას კაიაფასი 23 წლის ფეხბურთელით კმაყოფილი არაა და უეფას ევროპის ლიგაზე ჩატარებულ ბოლო სამ მატჩში ის განაცხადშიც არ შეუყვანია. კაკუბავას ერთი წლის განმავლობაში დააკვირდებიან და ამის შემდეგ გადაწყვეტენ გუნდში დააბრუნონ თუ არა. მას კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი აქვს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულში, მის გარდა, “ომონიაში” შოთა გრიგალაშვილი და უჩა ლობჟანიძე გადავიდნენ.

0.127113