ფეხბურთი

17:35 | 12.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოლსენი ბენდტნერს გუნდის გამოცვლას ურჩევს

დანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მორტენ ოლსენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკლას ბენდტნერს “არსენალიდან” წასვლას და კარიერის სხვა გუნდში გაგრძელებას ურჩევს.

“იტალიასთან ცოტა ხნის წინათ გამართულ შეხვედრაში ბენდტნერმა 2 გოლი გაიტანა და ის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მოთამაშე იყო. თუმცა, მატჩის მიწურულს იგრძნობოდა, რომ ის დაიღალა. ამის მიზეზი ნაკლები სათამაშო დროა.

ვფიქრობ, ბენდტნერს ზამთარში ახალი კლუბის მოძებნა მართებს. ნიკლასს თამაში კიდევ 10 წლის განმავლობაში შეუძლია და მან ეს დრო ჭკვიანურად უნდა გამოიყენოს.” – ციტირებს ოლსენის სიტყვებს Sky Sports-ი.

ნიკლას ბენდტნერს უკვე დიდი ხანია პრაქტიკის უქონლობა აწუხებს. გასული სეზონი მან არენდის წესით “იუვენტუსში” გაატარა, მაგრამ დანიემა ათამაშება ვერც ტურინში მოახერხა. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 25 წლის ფეხბურთელმა მინდორზე საერთო დროის მხოლოდ 2% დაჰყო.

0.118489