ლეგენდარული გერმანელი მეკარე ოლივერ კანი დარწმუნებულია, რომ “ბარსელონას” კარგი დღეები წარსულს ჩაბარდა და ევროთასებზე ფავორიტის რანგში, ის მიუნხენის “ბაიერნმა” ჩაანაცვლა.
“ვფიქრობ, “ბარსელონას” საუკეთესო დღეები წარსულს ჩაბარდა. ევროპაში აღარ დარჩა ისეთი გუნდი, რომლისაც გერმანელებს უნდა ეშინოდეთ. გასულ სეზონში “ბაიერნის” წარმატება, ცვლილებებს და ახლებურ ტაქტიკურ ხედვებს მოითხოვს. ვფიქრობ, გუნდი ამ სიტუაციიდან გამოსავალს იპოვის. მის შემადგენლობაში მრავლად არიან ჭკვიანი მოთამაშეები”, - დარწმუნებულია კანი.
შეგახსენებთ, რომ “ბაიერნის” ამჟამინდელი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით, “ბარსელონამ” სამჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ორ-ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და ქვეყნის თასი.