ზოგადად, სპორტულ საზოგადოებაში, თითქოს “დაუწერელი კანონი“ გახდა, რომ წარმატებულმა სპორტსმენმა ცხოვრება ცნობილ და ასევე წარმატებულ და სახელგანთქმულ ვარსკვლავ ან მოდელ გოგონას უნდა დაუკავშიროს.
მაგრამ გამონაკლისებიც ხომ არსებობენ, რომლებიც “კონკიებს“ ეძებენ და პოულობენ კიდეც. სწორედ ასეთი “პრინცი“ აღმოჩნდა, ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში ამერიკელი მაიკლ ფელპსი, რომელმაც კურორტ კაბო-სან-ლუკასზე თავის “კონკიას“ მიაგნო.
სპორტსმენის რჩეული 22 წლის სარა ჰერნდონია, რომელიც ამ საკურორტო კუნძულზე მიმტანად მუშაობდა. როგორც ამერიკული ყვითელი პრესა ირწმუნება, მათ ვნებიანი სიყვარული აკავშირებთ, რასაც თავად სარას კომენტარებიც ადასტურებს: “მაიკლი სასიამოვნო და ვნებიანი ჯენტლმენია, რომლის მსგავსად არავინ იცის ტუჩებში კოცნა” – კმაყოფილი ღიმილთ იწონებს თავს მაიკლის “კონკია”.