პირეოსის “ოლიმპიაკოსმა” ევროლიგის პლეი ოფის მე-3 მატჩში მადრიდის “რეალს” 78:76 სძლია და ჩამორჩენა მინიმალურამდე დაიყვანა. საშინაო შეხვედრაში ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ბერძნული გრანდის განაცხადში იყო, თუმცა, მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია.
გასულ თამაშში საუკეთესო ბრაიან დანსტონი იყო, რომელმაც 30:41 წუთში 21 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. 17 ქულა ჩააგდო ვასილის სპანულისმა, ხოლო ბრენტ პეტვეის და მეტიუ ლოესკის აქტივში 11-11 ქულა იყო.
“რეალის” მხრიდან 10-ქულიან ზღვარს 4 კალათბურთელი გადასცდა: სერხიო როდრიგესი (19), რუდი ფერნანდესი (18), სერხიო ლული (16) და ფელიპე რეიესი (13).
ბერძნული და ესპანური კლუბების მორიგი დაპირისპირება 23 აპრილს ისევ პირეოსში შედგება და თუკი მასში “ოლიმპიაკოსმა” იმარჯვა, გადამწყვეტ თამაშს 25-ში უკვე მადრიდი უმასპინძლებს.