ვანგელის მანცარისის სერიოზული ტრავმის შემდეგ, "ოლიმპიაკოსმა" ამჯერად 1 თვით კიდევ ერთი მოთამაშე დიმიტრიოს მავროედისი დაკარგა - იტყობინება ევროლიგის ოფიციალური საიტი. ბერძენმა კალათბურთელმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და მწყობრში სავარაუდოდ აპრილის ბოლოს ჩადგება.
მავროეიდისი "ოლომპიაკოსში" 2012 წლის ზაფხულში გადავიდა. მან ევროლიგის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისი საშუალო მონაგარი 1,5 ქულა და 1,6 მოხსნა გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრიოსი ბერძნულ საკალათბურთო გრანდში ცენტრის პოზიციაზე ირჯებოდა და ქართველი გიორგი შერმადინის ერთ ერთი კონკურენტი გახლდათ.