ფეხბურთი

16:57 | 2.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპიაკოსი” ზამთარში მხოლოდ პელეს შეძენით შემოიფარგლება

საბერნეთის ჩემპიონმა “ოლიმპიაკოსმა” “ერგოტელისისგან” პორტუგალიური ნახევარმცველი პელე შეიძინა და კლუბის ტექნიკური დირექტორის პიერ ისას განცხადებით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სხვა ფეხბურთელის დამატებას აღარ აპირებენ.

26 წლის პორტუგალიელმა “ოლიმპიაკოსთან” კონტრაქტი 2017 წლის ივნისამდე გააფორმა.

“გუნდის შემადგენლობით ძალიან კმაყოფილი ვართ. პელეს შეძენით ივნისამდე დაკომპლექტებას დასრულებულად მივიჩენევთ. იანვარში მეტი ახალწვეული აღარ გვეყოლება. ახლა მთელ ყურადღებას საბერძნეთის ჩემპიონატსა და თასზე გადავიტანთ, ხოლო შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედთან” ჩასატარებელი ორი მატჩისთვის მოვემზადებით” – იუწყება ისას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

0.117953