სხვა

19:06 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიადას 2032 წლამდე ამერიკელები გააშუქებენ

ოლიმპიური თამაშების 2032 წლამდე ტრანსლირების უფლება ამერიკულმა ტელეკომპანია NBC Universal-მა შეიძინა. აღნიშნული გარიგების სანაცვლოდ ამერიკელებმა 7,65 მილიარდი ამერიკული დოლარი გადაიხადეს.

აღნიშნული ფაქტი ამერიკას 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ფავორიტად გადაქცევის შანსს აძლევს, რადგან NBC-თვის ბევრად უფრო უკეთესია 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადას ამერიკის შეერთებული შტატები თუ უმასპინძლებს. ამ შემთხვევაში შეჯიბრებები მათთვის მოსახერხებელ დროს გაიმართება. ეს კი რეკლამებიდან ბევრად უფრო დიდი შემოსავლის შანსს იძლევა.

0.126911