"ო, საკვებო! შენ სპორტი ხარ!" - ცნობილი ციტატის ეს უცნაური პერიფრაზი ავსტრალიელებს ეკუთვნით, რომლებიც ყოველ წელიწადს ათკილოგრამიანი თინუსის (თევზის ჯიში) შორი მანძილიდან სროლაში ეჯიბრებიან.
ამ სახალისო სპორტულ-გასტრონომიულ დღესასწაულს ისინი "ტუნარამას" ეძახიან. პირველი ჩემპიონატი 1961 წელს გაიმართა. იმ დროიდან იგი ყოველ წელიწადს 25 ათასამდე ტურისტს იზიდავს და სულ უფრო იხვეწება და მრავალფეროვნდება.
ამ თითქმის მინიოლიმპიურ შეჯიბრში ყველა მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება, თანაც დატკბება ცოცხალი მუსიკით, გემრიელი კერძებით და საუცხოო ღვინოებით.