ფეხბურთი

10:43 | 21.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოლეგ ბლოხინი: ქართველებს მართლაც ათლეტური გუნდი ჰყავთ

ხუთშაბათ საღამოს ავსტრიულ გარმიშ-პარტენკირხენში თბილისის “დინამომ” თავის პირველ სპარინგ-მატჩში კიეველ თანაკლუბელებთან 0:1 წააგო. შეხვედრის შემდეგ კიეველთა მთავარმა მწვრთნელმა, ოლეგ ბლოხინმა კომენტარი მისცა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს.

- ავსტრიაში ოთხდღიანი მუშაობის შედეგი ტაბლოზეა და ის დადებითია. როგორ შეაფასებდით ამ შედეგს?

- ნორმალურია (იცინის). ბიჭები 4 დღეა მუშაობენ. მათი შემცვლელები არ გვყავს. ძნელია. დაღლილები იყვნენ, მაგრამ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. კმაყოფილი ვარ, რომ გაძლეს. შეცდომებით, პრობლემებით, მაგრამ გაძლეს. ყოჩაღ.

- თბილისის “დინამო” ძალიან ათლეტური გუნდია, რომლის ფონზეც კიეველ ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალება მიეცათ. რომელი მათგანია სასტარტო შემადგენლობასთან უფრო ახლოს?

- ჯერ ვერ გეტყვით. ყველა თავისებურად უძლებს დატვირთვებს, ვიღაც ფორმაში მალე შედის, მეორე უფრო გვიან. ჯამში კმაყოფილი ვარ, სწორი გზა ავირჩიეთ. ჩვენმა ფეხბურთელებმა მედგარი ხასიათი გამოავლინეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს მართლაც ათლეტური გუნდი ჰყავთ. დიდი ანგარიშითაც შეგვეძლო მოგვეგო, თუმცა, შესაძლოა, მატჩი ფრედ დამთავრებულიყო.

0.115839