კალათბურთი

15:21 | 20.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ოლ სტარი” იწყება

 ქუთაისის სპორტის სასახლეში დაიწყო “ყველა ვარსკვლავის” მატჩი. დღევანდელ შეხვედრაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას ბესო ლეჟავა, ირაკლი საყვარელიძე და სტენ სოკი. განწყობა ამაღლებულია.

კეიონ კარტერი: “ძალიან მიხარია, აქ რომ ვარ. ჩემთვის დიდი პატივია “ოლ სტარში” მონაწილეობა და მადლობელი ვარ სუპერლიგის მაყურებლების, რომლებმაც ხმა მომცეს. მიკვირს, რომ არმიელები არ არიან”.

ვოსკო სტოიაკოვიჩი: “დიდი პატივია და ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. რაც შეეხება მოლოდინს, მგონია, რომ რთული თამაში და დიდი კონკურენცია იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მაყურებელს კარგი შოუ ვაჩვენოთ. ვიმედოვნებ, რომ ყველა ნასიამოვნები დარჩება”.

ბენჯამინ რეომონდი: “ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვთამაშობ და მადლობა ყველას, ვინც მე ამირჩია. ეს ჩემი პირველი გამოცდილება არ არის “ოლ სტარში” მონაწილეობის. ნათამაშები მაქვს ლიბანის “ოლ სტარში”, ასევე კოლეჯებში და NCAA”.

კაელ ნელსონი: “დღევანდელი მატჩი ძალიან კარგი განტვირთვაა პლეი ოფამდე, კარგ შოუს ვამზადებთ. მიხარია, რომ საქართველოში მოღვაწე უცხოელი მოთამაშეები ერთად შევძლებთ, გამოვავლინოთ ჩვენი თავი”.

0.129807