კლასიფიკაციის მესამე ნომერი დავიდ ფერერი ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდის ტურნირის მეოთხედფინალში ამერიკელი დონალდ იანგთან ჩატარებული სამსეტიანი ორთაბრძოლის შემდეგ გავიდა. 31 წლის ესპანელმა 7 წლით უმცროს, რეიტინგსიაში 96-ე საფეხურზე მყოფ ამერიკელს 6:7, 6:3, 6:1 მოუგო.
იანგმა მოულოდნელად პირველ სეტში იმარჯვა, მომდევნო პარტიებში კი ფერერმა უპრობლემოდ მოახერხა ამერიკელი ოპონენტის ძლევა. შეხვედრა საათსა და 55 წუთს გაგრძელდა, მეოთხედფინალში კი დავიდი თანამემამულე გილერმო გარსია-ლოპესს შეხვდება.
მეოთხედფინალშია რეიტინგსიის 14-ე ნომერი ჯონ იზნერიც. 28 წლის ამერიკელმა სლოვაკი ლუკაშ ლაცკო 7:6, 2:6, 6:3 დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს დაუპირისპირდება.