კალათბურთი

19:39 | 6.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ოკლაჰომამ" ნბა-ს რეკორდი გაიმეორა

რეგულარული გათამაშების მორიგ მატჩში "ოკლაჰომამ" "ლეიკერსს" უმასპინძლა (122:105), "თანდერის" კალათბურთელებმა მთელი შეხვედრის განმავლობაში ძალზედ აკურატულად ითამაშეს და მხოლოდ 2 დაკარგვა განახორციელეს, - იტყობინება ლიგის ოფიციალური საიტი.
ეს ნბა-ს რეკორდის გამეორება გახლდათ, 2006 წელს შეხვედრის 2 დაკარგვით დასრულება "მილუოკიმ" შეძლო, ხოლო 2009-ში - "კლივლენდმა".
"ოკლაჰომას" შემადგენლობიდან დაკარგვებით "თავი" რას ვესტბრუკმა და რონი ბრიუერმა "გამოიჩინეს".

0.11522