უიმბლდონის მოქმედმა ჩემპიონმა ენდი მარეიმ ცინცინატის ტურნირზე კარგი სტარტი აიღო და რუსი მიხაილ იუჟნის 6:3, 6:2 დამარცხებით მესამე წრეში გავიდა. 26 წლის შოტლანდიელის მორიგი მოწინააღმდეგე ფრანგი ჟულიენ ბენეტო იქნება.
მარეისა და იუჟნის დღევანდელმა დაპირისპირებამ საათსა და 10 წუთს გასტანა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში ენდიმ 5 ბრეიკი და ერთი ეისი განახორციელა. სადღეისოდ მსოფლიოს მეორე ჩოგნის მარეისა და კლასიფიკაციაში 25-ე საფეხურზე მყოფი იუჟნის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 4:0 გახდა.
აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ მარეის მომდევნო ოპონენტმა ბენეტომ მეორე წრეში ჩეხ რადეკ შტეპანეკს სძლია.