ფეხბურთი

15:48 | 11.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოგბონა თითქმის იუვენტუსელია

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას “ტორინოდან” ცენტრალურ მცველ ანჯელო ოგბონას გადაყვანის პროცესი გვარიანად გაეწელა. ტრანსფერი, რომელზეც იტალიური სპორტული გამოცემები სერია A-ს გასული სეზონის დასრულებისთანავე ალაპარაკდნენ, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გაფორმდება.

“იუვენტუსის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, იტალიის ნაკრების ფეხბურთელს ამჟამად ტურინულ კლუბში სამედიცინო გამოკვლევა უტარდება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, “ბებერ ქალბატონს” ოგბონას ტრანსფერი 13 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდება.

ანჯელო ოგბონას “ტორინოში” დებიუტი 2007 წლის თებერვალში ჰქონდა. იტალიის ნაკრებში კი მას 6 მატჩი აქვს ჩატარებული. 25 წლის მცველის შეძენით “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ნაპოლიც” იყვნენ დაინტერესებულნი. 


 

0.117546