ფეხბურთი

14:06 | 30.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოგბონა არასტაბილურობას შეეგუა

“იუვენტუსის” მცველ ანჯელო ოგბონას აღარ ანერვიულებს, რომ კლუბის შემადგენლობაში რეგულარულად ვერ ხვდება. ფეხბურთელი არასტაბილურობის მიზეზად სამწვრთნელო შტაბის სტრატეგიულ ჩანაფიქრს ასახელებს.

“თითქმის ყოველ სამ დღეში თამაში გვიწევს და სტაბილურად ერთი შემადგენლობის დატვირთვა კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს. როტაცია მწვრთნელების მიერ არჩეული გეგმის ნაწილია. ჩემს შემთხვევაში ადრე სულ სხვა სიტუაცია იყო და სიახლესთან შეგუება ცოტა გამიჭირდა, მაგრამ უკვე ყველაფერი რიგზეა – ციტირებს ოგბონას სიტყვებს Football Italia.

 

0.117241