ფეხბურთი

17:05 | 9.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ზეედორფი ინძაგიმ შეცვალა

 

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფილიპო ინძაგი დაინიშნა. ამ ინფორმაციას “როსონერის” ოფიციალური საიტი ადასტურებს.

“გატყობინებ, რომ “მილანმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლარენს ზეედორფი დაითხოვა და მის ნაცვლად, 2016 წლის 30 ივნისამდე, ფილიპო ინძაგი დანიშნა”, - ნათქვამია კლუბის პრეს-რელიზში.

მოგეხსენებათ, ზეედორფმა “მილანი” სეზონის მსვლელობისას ჩაიბარა, მაგრამ ხელმძღვანელები თავისი მუშაობით უკმაყოფილო დატოვა. მილანელებმა მისი შეცვლა “სუპერპიპოთი” გადაწყვიტეს, რომელიც უკანასკნელ პერიოდში “როსონერის” ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა.

0.130341