ფეხბურთი

22:33 | 16.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ტიაგო ალკანტარა “ბაიერნის” ფეხბურთელია

22 წლის ესპანელმა შემტევმა ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ “ბაიერნთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ალკანტარა რომ “ბაიერნში” გადადიოდა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ დადასტურდა. დღეს, ბრაზილიური ფესვების მქონე ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, კონტრაქტზე ხელმოწერა დასვა და 6-ნომრიანი მაისურიც ჩაიბარა.

შეგახსენებთ, რომ ტიაგო “ბარსელონადან” “ბაიერნში” 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. კატალონიელებთან აქამდე არსებული კონტრაქტის თანახმად, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 18 მილიონი იყო, მაგრამ “რეკორდმაისტერი” 7 მილიონით მეტის გადახდას დასთანხმდა.

0.165629