ფეხბურთი

11:34 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სტამბული “ტოტენჰემში” გადადის

 

ფრანგული “მონპელიეს” ნახევარმცველი ბენჟამენ სტამბული კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს.

“მონპელიეს”ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბის ლონდონის “ტოტენჰემს” 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე შეუთანხმდა.

“უახლოეს რამდენიმე საათში მოთამაშე ლონდონში გაემგზავრება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და პირად კონტრაქტზე ხელმოწერას დასვამს” - წერია განცხადებაში.

შეთანხმების დეტალები არ ხმაურდება, თუმცა, პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ტრანსფერი 7 მილიონ ევროდ ფასობს. ფრანგ ფეხბურთელს ამჟამინდელ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2015 წელს ეწურებოდა. მისი შეძენა იტალიურ “ფიორენტინასა” და უელსურ “სუონსისაც” სურდათ.

24 წლის სტამბული “მონპელიეს” პირველ გუნდში 2010 წლიდან თამაშობს და ამ დროის მანძილზე ლიგა 1-ში 112 შეხვედრის ჩატარება და 3 გოლის გატანა მოასწრო. 2011/12 წლების სეზონში გახდა საფრანგეთის ჩემპიონი.

0.116341