ტურინის “იუვენტუსმა” “უდინეზესგან” ნახევარმცველი რობერტო პერეირა იჯარით აიყვანა. ამ ინფორმაციას “ბებერი სინიორას” ოფიციალური საიტი ადასტურებს.
არგენტინელი ნახევარმცველი ტურინში წელიწადიანი იჯარით იასპარეზებს. მისი წლიური ანაზღაურება 1.5 მილიონი ევრო იქნება. თუკი პერეირა ტურინელებს თავს მოაწონებს, სეზონის ბოლოს, “იუვენტუსს” მისი გამოსყიდვა 14 მილიონ ევროდ შეეძლება.
ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში, 23 წლის პერეირამ 36 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის ავტორი გახდა.