ესპანური “ვალენსიას” ფორვარდი ელდერ პოშტიგა სეზონის ბოლომდე რომის “ლაციოს” ღირსებას დაიცავს. ამ ინფორმაციას “ღამურების” ოფიციალური საიტი ადასტურებს.
31 წლის პორტუგალიელი იტალიაში 6-თვიანი იჯარით გადავიდა. სეზონის ბოლოს, რომაელებს თავდამსხმელის გამოსყიდვის უპირატესი უფლება ექნებათ.
ცნობისათვის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში, პოშტიგას ანგარიშზე 15 მატჩი და 3 გოლია.