ლონდონის “ქუინზ პარკ რეინჯერსის” ნახევარმცველი ადელ ტაარაბტი კარიერას “მილანში” განაგრძობს. “როსონერის” ოფიციალური საიტის ცნობით, 24 წლის მაროკოელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.
“მიხარია, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოვხვდი. ზეედორფს უკვე ველაპარაკე და თანამშრომლობის დაწყებით ორივენი კმაყოფილნი ვართ. შემტევი ფეხბურთელი ვარ და მომწონს, როცა თავდამსხმელების უკან ვმოქმედებ”, - განუცხადა მილანელთა ახალწვეულმა კლუბის ტელევიზიას.
შეგახსენებთ, რომ ტაარაბტის სატრანსფერო უფლებები ქპრ-ს ეკუთვნის. მაროკოელმა სეზონის პირველი ნახევარი იჯარის წესით “ფულემში” გაატარა. დიდი ალბათობით, ნახევარმცველი “მილანში” სეზონის ბოლომდე იქნება განათხოვრებული. არაა გამორიცხული, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, იტალიელებმა ტაარაბტის სატრანსფერო უფლებები გამოისყიდონ.