19 წლის ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავი, მარკინიოსი “პარი სენ ჟერმენის” ფეხბურთელია. ფრანგულმა კლუბმა დაადასტურა, რომ “რომას” აწ უკვე ყოფილ ცენტრალურ მცველთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
ცნობილი გახდა, რომ მარკინიოსი პსჟ-ში 5 ნომრით ითამაშებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ფრანგულმა კლუბმა ბრაზილიელში 32 მილიონი ევრო გადაიხადა. სატრანსფერო თანხა, შესაძლოა, კიდევ 3 მილიონი ევროთი გაიზარდოს.
მარკოს აოას კორეა “რომაში” 2012 წლის ზაფხულში, “კორინთიანსიდან” გადავიდა. იტალიური კლუბის მაისურით მან 26 თამაში ჩაატარა და არაერთი ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია, მაგრამ პარიზელებმა ყველას აჯობეს.