ფეხბურთი

17:10 | 11.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მანგალა “სიტიში” ითამაშებს

23 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი ელიაკიმ მანგალა კარიერას “მანჩესტერ სიტიში” განაგრძობს. “ქალაქელებმა” “პორტუს” უკანახაზელის ტრანსფერი დაადასტურეს.

“სიტის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მანგალამ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ის 20 ნომრით ითამაშებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ინგლისურ კლუბს ფრანგი მცველი 32 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

ელიაკიმ მანგალა “პორტუში” 2011 წლიდან თამაშობდა. პორტუგალიური გუნდის მაისურით მან 92-ჯერ ითამაშა და 13 გოლი გაიტანა.

0.139304