კოსტა რიკის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ლევანტეს" მეკარე კეილორ ნავასი, კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას სამეფო კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
მადრიდელებმა დააანონსეს, რომ 27 წლის კოსტარიკელი კარის დარაჯის პრეზენტაცია 5 აგვისტოს გაიმართება. კეილორ ნავასი ახალ კლუბთან 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ჯერჯერობით ტრანსფერის ღირებულება ცნობილი არაა. არაოფიციალური ინფორმაციით, "რეალი" "ლევანტეს" ნავასის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაუხდის.
მოგეხსენებათ, კოსტა რიკის ეროვნულმა ნაკრებმა, ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გააღწია, სადაც ჰოლანდიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა. კონკაკაფის წარმომადგენელთა ისტორიული მიღწევა, ნაწილობრივ კეილორ ნავასის დამსახურებაცაა. 27 წლის მეკარემ მუნდიალზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, საკუთარი ნაკრები ბევრ ეპიზოდში სასწაულებრივად იხნა. აღნიშნულ ტურნირზე ნავასის აქტივში 40 სეივი გახლავთ.
გიორგი ბალახაძე