ფეხბურთი

16:11 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ისკო “რეალის” ფეხბურთელია

მადრიდის “რეალმა” “მალაგასგან” 21 წლის ნახევარმცველი ისკო შეიძინა. ამ ინფორმაციას ორივე კლუბის ოფიციალური საიტები ადასტურებენ.

მხარეები სატრანსფერო თანხას არ ახმაურებენ, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელებს ესპანელის გადაბირება 27 მილიონი ევრო დაუჯდათ. კონტრაქტის დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

ცნობისათვის, ისკო “ვალენსიას” აღზრდილი გახლავთ. მან “მესტალია” 2011 წელს დატოვა და ანდალუსიას მიაშურა. გასულ სეზონში, ისკომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონსა და უეფას ჩემპიონთა ლიგაში ბრწყინვალედ იასპარეზა, რისი წყალობითაც ევროპული გრანდების დიდი ყურადღება მიიპყრო.

 

0.117046