24 წლის გერმანელი შემტევი ნახევარმცველი მესუთ იოზილი “არსენალში” გადავიდა. ფეხბურთელის მადრიდიდან ლონდონში გადაბარგება ოფიციალურად დადასტურდა.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღის განამვლობაში გულშემატკივრები იოზილის ტრანსფერის გაოფიციალურებას ელოდნენ და ასეც მოხდა. “არსენალის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გერმანელმა კლუბთან ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა. გარიგების სხვა დეტალები არ ხმაურდება. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, “არსენალი” იოზილში 45-50 მილიონ ევროს გადაიხდის.
მესუთ იოზილი “რეალში” 2010-13 წლებში თამაშობდა. ამ 3 წლის განმავლობაში, მადრიდელთა მაისურით ჩატარებულ 158 თამაშში მან 27 გოლი გაიტანა და 65 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.