მადრიდის “რეალმა” “მანჩესტერ იუნაიტედის” მექსიკელი თავდამსხმელის, ხავიერ ერნანდესის ტრანსფერი დაადასტურა. “სამეფო კლუბის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ჩიჩარიტო ესპანეთის დედაქალაქში ერთი წლით, იჯარით ითამაშებს და მადრიდელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
ხავიერ ერნანდესი “მანჩესტერში” 2010 წელს გადავიდა. “წითელი ეშმაკების” მაისურით გამართულ 154 თამაშში მან 59 გოლი გაიტანა. პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში 26 წლის მექსიკელი მოედანზე 24-ჯერ გამოჩნდა, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში ის მხოლოდ 6-ჯერ იყო.