შვეიცარიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ნაპოლის" ნახევარმცველი ვალონ ბეჰრამი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
29 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე გააფორმა და გერმანელები იტალიელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 4.5 მილიონ ევროს გადაუხდიან. ბეჰრამი "ჰამბურგში" 21-ნომრიან მაისურს მოირგებს.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიელმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში, ნეაპოლელთა რიგებში 33 შეხვედრა ჩაატარა. ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი შვეიცარიამ ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ბეჰრამმა ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი ბალახაძე