ფრანგული “ლიონის” ნახევარმცველი მიშელ ბასტოსი კარიერას არაბთა გაერთიანებული საემიროების კლუბ “ალ აინში” განაგრძობს. ამ ინფორმაციას არაბული კლუბის ოფიციალური საიტი ადასტურებს.
30 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ, არაბებმა 4.5 მილიონი ევრო გადაიხადეს. ბასტოსმა ახალ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ბასტოსი იჯარის წესით გელზენკირხენის “შალკეში” ასპარეზობდა, რომლის შემადგენლობაშიც 14 მატჩი ჩაატარა და 4 გოლით გამოიჩინა თავი.