საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ელიზბარ ოდიკაძემ თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო და მერვედფინალში გავიდა. 96 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ბელარუსი ივან იანკოუსკი დაამარცხა.
ოდიკაძემ საქმე ორ პერიოდში მოამთავრა. პირველში მეტოქეს 2:1 მოუგო, მეორეში – 1:0. ამასთან, ორივე მომგებიანი ქულა პერიოდების ბოლო წამებზე მოიპოვა.
მერვედფინალში ელიზბარ ოდიკაძე რუსეთის ნაკრების წევრს, ვლადისლავ ბაიცაევს დაუპირისპირდება.