როგორც იცით, უეფამ თურქული “ფენერბახჩე” მოკვეთა ევროთასებიდან. ასე რომ, მის ადგილს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ჯერჯერობით უცნობი კლუბი დაიკავებს. კერძოდ რომელი, ეს პარასკევს, თბილისის დროით 11:00 საათზე ნიონში გაირკვევა... წილისყრით.
დიახ, ევროპის ლიგის ფლეი ოფში წაგებული 31 გუნდის ბურთულებს აურევენ და ერთს ამოიღებენ. ერთ ბედნიერს. ამ 31 გუნდს შორის, 2 ქართულიცაა: გორის “დილა” და თბილისის “დინამო”.
სტატისტიკურად, თითოეულ გუნდს წარმატების 3,3 % აქვს. დაველოდოთ, ვინ იქნება ის ბედნიერი.