ფეხბურთი

1:47 | 1.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგმა კლოპის ნდობა გაამართლა

გერმანიის ბუნდესლიგის მე–19 ტურის გახსნით მატჩში, „დორტმუნდი“ ბოლოადგილოსან „ბრაუნშვაიგს“ ესტუმრა და შინ 3 ქულით დაბრუნდა. უნდა ითქვას, რომ სტუმართათვის აღნიშნული შეხვედრა არცთუ იოლი გამოდგა.

განსაკუთრებით ივარგა დორტმუნდელთა შემტევმა პიერ–ემერიკ ობამეიანგმა, რომელსაც უკანასკნელ პერიოდში სამწვრთნელო შტაბი დიდად არ ენდობოდა. დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება სტუმრებმა სწორედ მისი დუბლის წყალობით მოიპოვეს.

31–ე წუთზე, ობამეიანგი რობერტ ლევანდოვსკის გადაცემას გამოეხმაურა და დორტმუნდელები შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გაიყვანა. მეორე ტაიმის განახლებიდან 10 წუთში, ბენჯამინ კესელმა ანგარიში გაათანაბრა და სტუმრებს სანერვიულო შეუქმნა.

გამარჯვების გოლი ისევ და ისევ ობამეიანგმა მიითვალა – დორტმუნდელთა ფორვარდმა სწრაფი იერიში წარმატებით დააგვირგვინა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.

 

ბრაუნშვაიგი. „აინტრახტ შტადიონი“. 24000

ბრაუნშვაიგი – დორტმუნდი 1:2 (0:1)

ბრაუნშვაიგი: დაფარი, დოღანი, რაიხელი, კესელი, ბიჩაკჩიჩი, ჰოკსჰაიდტი, ტოიერკაუფი, ბოლანდი (პფიცნერი 78), ელაბდელაუი (კუმბელა 73), ადემი (ბელარაბი 67), ნილსენი.

მწვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, ჰუმელსი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი, შაჰინი, ბენდერი (კელი 90), მხითარიანი (დუკში 90), გროსკროიცი (პიშჩეკი 84), როისი, ობამეიანგი, ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლი: 0:1 ობამეიანგი (31), 1:1 კესელი (54), 1:2 ობამეიანგი (65)

გაფრთხილება: მხითარიანი (38)

კარში დარტყმა: 16 (11) – 20 (11) ჯარიმა: 17 - 16 კუთხური: 7 - 8 თამაშგარე: 0 - 1 ბურთის ფლობა: 46% - 54% სეივი: 9 – 10

0.134975