ფეხბურთი

10:28 | 23.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგის აგენტი “დორტმუნდს” უჩივის

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალწვეულის, გაბონელი პიერ-ემერიკ ობამეიანგის აგენტი გერმანულ კლუბს სასამართლოში უჩივის.

24 წლის თავდამსხმელი “დორტმუნდში” ზაფხულში ფრანგული “სენტ-ეტიენიდან” გადავიდა. Goal-ის ცნობით, ფეხბურთელის აგენტი კარლოს ამინო ირწმუნება, რომ გერმანელებმა მას ტრანსფერის უზრუნველყოფისთვის თანხა არ გადაუხადეს და საქმის გარჩევას სასამართლოში გეგმავს.

ამინოს თქმით, ის კონსულტანტის ფუნქციას ასრულებდა და “დორტმუნდსა” და ობამეიანგს შორის გამართულ მოლაპარაკებაში ჯერ კიდევ დეკემბრიდან მონაწილეობდა, ხოლო ამა წლის აპრილში, როდესაც მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, მისი გვარი ყველა დოკუმენტიდან ამოიღეს. შედეგად, აგენტისთვის განკუთვნილი თანხა გაბონელის მამამ მიიღო, ხოლო ამინო მშრალზე დარჩა.

ბრალდებას კლუბის გენერალურმა მენეჯერმა მიხაილ ცორკმა უპასუხა და თავის მხრივ ირწმუნება, რომ კლუბის მხრიდან დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ტრანსფერი წესების სრული დაცვით განხორციელდა.

“არა მგონია, რომ ეს მოთხოვნა გამართლებული იყოს - ის უბრალოდ უადგილოა. ეს საქმე სულაც არ გვაშინებს. ნებისმიერი ადამიანის უფლებაა, რომ თუ მოუნდება, სარჩელი სასამართლოში შეიტანოს და ამისთვის მზად ვართ”, - ამბობს ცორკი.

0.115588