დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელი – პიერ-ემერიკ ობამეიანგი კლუბის გამოცვლას არ აპირებს. აღნიშნულ ინფორმაციას Sportbild-ი ავრცელებს.
როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროს ძალიან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა ობამეიანგის გერმანიიდან აბარგების შესახებ, მაგრამ გუშინ თავად გაბონელი ფეხბურთელის ინტერვიუ გავრცელდა:
“კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე მაკავშირებს და წასვლაც არსად მსურს. “ბორუსიადან” გადასვლას ვერავინ მაიძულებს. იტალიური და ინგლისური კლუბებისგან შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ ეს არ მაინტერესებს.” – განაცხადა ობამეიანგმა.
შეგახსენებთ, რომ გაბონელი თავდამსხმელი “ბორუსიაში” ერთი წლის გადავიდა და ბუნდესლიგაში ცამეტი გოლის გატანა მოახერხა.
ლევან გოგოტიშვილი